ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

02 აპრილი, 2026

ანიანგის უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) დელეგაციის ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა ანიანგის უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღნიშნული უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ჯონგ ჯინ ჰანი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კოლოკვიუმი, რომელზეც მოხსენებით წარდგა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი მაია მაჭავარიანი. მოხსენება შეეხებოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიას, მის მრავალფეროვან კოლექციებსა და კვლევით ინტერესებს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ასევე პროფესორი ჯონგ ჯინ ჰანი, რომელმაც ისაუბრა ორ ინსტიტუციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მის მნიშვნელობაზე.

კოლოკვიუმის დასრულების შემდეგ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ანიანგის უნივერსიტეტის თეოლოგიური ინსტიტუტის HK + პროექტის ჯგუფს  შორის.

ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები და იშვიათი გამოცემები.